Lucky Road წლის ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესად დასახელდა

Lucky Road წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) მიერ ორგანიზებულ პირველ მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებაზე წლის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესის სტატუსით დაჯილდოვდა.
ღონისძიებას 100-ზე მეტი წარმატებული ბიზნესისა და მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა. დაჯილდოების ფარგლებში ასოციაციამ 35 წარმატებული ბიზნესი და მედია ორგანიზაცია სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა.
აღნიშნული ჯილდო ჩვენი გუნდის მრავალწლიანი მუშაობის, პროფესიონალიზმისა და მაღალი ხარისხის მომსახურების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა.


